„იქს ფაქტორს“ კიდევ ერთი, უნიჭიერესი და წინა კვირის მაყურებლის რჩეული კონკურსანტი, მიშო სულუხია გამოაკლდა. მეხუთე „ლაივის“ ფინალი ყველასთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა და აუტსაიდერებში მყოფ დათუნა ლაზარიშვილსა და მიშო სულუხიას შორის ჟიურიმ არჩევანი დათუნას სასარგებლოდ გააკეთა.
OK! „ლაივის“ დასრულების შემდეგ მიშო სულუხიას ესაუბრა:
„ვგიჟდები „რუსთავი 2“-ზე, მეგაშოუ არის ჩემი სტილი, მე მოვხვდი იმ პროექტში, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი, დავყავი საკმაოდ დიდი ხანი, ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და მადლობა ამისთვის „იქს ფაქტორს“, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა ჩემზე. თუმცა, ის, რომ მე პროექტი დავტოვე, დიდი შეცდომა იყო. ჩემი აზრით, მე არ უნდა წავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ,ყველაფერს მაინც ჟიური წყვეტს, ვფიქრობ, "იქს ფაქტორს" დააკლდება ძალიან მაგარი ნომრები, რომლებსაც მე ვუმზადებდი მაყურებელს, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს გამოვეთიშე პროექტს.
მიუხედავად იმისა, რომ „იქს ფაქტორში“ აღარ ვარ, არ გავჩერდები, იმიტომ, რომ მაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები“, - განაცხადა მიშო სულუხიამ OK!-სთან საუბრისას.