X Factor-ში ყველაფერი ხდება, შესაძლოა, ერთ დღეს მაყურებლის რჩეული გახდე, შემდეგ კი, პირიქით - ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო და პროექტს გამოეთიშო. სწორედ ასე მოხდა მიშო სულუხიას შემთხვევაშიც. მეოთხე „ლაივის“ ლიდერმა კონკურსანტმა ბოლო შოუზე პროექტი დატოვა. ამ რთული გადაწვეტილების მიღება კი, სამწუხაროდ, კონკურსანტის გარეშე დარჩენილ მენტორს, ნინა სუბლატს მოუწია.
„კონკურსანტის გარეშე პროექტში ყოფნა ჩემთვის ძალიან მოსაწყენია. ბოლო „ლაივზე“ შეგრნება მქონდა, რომ ჩემი კონკურსანტი უნდა გამოსულიყო და განსაკუთრებულად ველოდებოდი. ნინა ძალიან დამაკლდა პროექტში, თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ეს ჩემთვის უფრო მეტად აზარტული გახდა, რადგან თვალყურს საერთოდ ვეღარ ვადევნებ სხვა მონაწილეების კვირიდან კვირამდე შრომას. საერთოდ არ ვიცი, რას მღერიან, როგორი დადგმა აქვთ და ისევე, როგორც მაყურებლისთვის, ჩემთვისაც სიურპრიზია მათი პერფორმანსები სცენაზე, ამიტომ უფრო მეტად საინტერესოა.
აუტსაიდერებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ უფრო და უფრო რთული ხდება იმაზე ფიქრი, ვინ შეიძლება იყოს აუტსაიდერი. დათუნას აუტსაიდერობას გარკვეულწილად ველოდი, რადგან მაყურებელი პატარა ბავშვს ვერ აღიქვამს სრულფასოვან კონკურსანტად. რაც შეეხება მიშოს, მას ნამდვილად არ ველოდი აუტსაიდერებს შორის, ის ხშირად იყო ფავორიტებში, წინა ლაივზე SMS ლიდერიც გახდა, მაგრამ დღეს მან დატოვა პროექტი. მთელი პროექტის განმავლობაში არცერთხელ არ მომეცა საშუალება, რომ მიშო შემეფასებინა და სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა მიწევს აზრის გამოხატვა, იმიტომ, რომ ბევრი რამის თქმაც შემეძლო აქამდეც, რაც უფრო ნათელს გახდიდა ჩემს გადაწყვეტილებას - თუ რატომ არ მივეცი ჩემი ხმა მიშოს, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დათუნა კვლავ პროექტშია“,- განაცხადა ნინა სუბლატმა OK!-სთან საუბრისას.