აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსკლუზიურად OK!-ს მკითხველისთვის, ნიკა გვარამიამ ვრცლად ისაუბრა.
„რაც შეეხება ჩემს შეფასებებს და გიორგი გაბუნიას შენიშვნებს, მე მისგან შენიშვნას ვერ მივიღებ, რადგან სამი წელია ის თავად იმკვიდრებს თავს ამ პროექტში ყველაზე არაადეკვატური ჟიურის სახელს, რომელიც ადამიანებს ჩაცმულობის, გარეგნობისა და წარმომავლობის გამო აყენებს შეურაცხყოფას. სწორედ ამიტომ, გიორგის ჩემთვის არც შენიშვნის მოცემის და არც რჩევის უფლება არ აქვს.
არც „კატის კნავილი“ და არც „ლილოს ბაზრობა“ არასოდეს არ შეეხება პირადად არც კონკურსანტს და არც რომელიმე მენტორს, ეს არის ჩემი შეფასება მხოლოდ და მხოლოდ შესრულების მისამართით. როცა ვთვლი, რომ „ლილოს ბაზრობის“ ჟღერადობაა, ამას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, მაგრამ ვერასოდეს ვერ ვეტყვი კონკურსანტს, რომ ქამარი უჭერს ან შარვალი აქვს მოკლე.
როდესაც კონკურსანტი ასეთი მასშტაბის პროექტში მოდის, ის აცნობიერებს იმასაც, რომ შესაძლოა, ძალიან მძაფრი შეფასება მიიღოს ჟიურისგან და ჩემი „რესტორანიც“, „კატის კნავილი“ და „ლილოს ბაზრობაც“ არის შეფასება შესრულების მიმართ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.