უკვე მეორე „ლაივია“ სოფო ნიჟარაძის კატეგორიის მონაწილე, დათუნა ლაზარიშვილი აუტსაიდერის სტატუსს არ თმობს. სოციალურ ქსელში კი, დათუნას გულშემატკივრები ერთი წუთითად არ დუნდებიან.
გუშინდელი „ლაივის“ შემდეგ, დათუნა ლაზარიშვილის დედამ, მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და ნინა სუბლატს მადლობა გადაუხადა.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ გავარდნილი იყო, მე დარბაზიდან გავედი - არ მინდოდა მენახა და მომესმინა, როგორ ტოვებდა პროექტს. მარიკო ლეჟავა მოვიდა გილოცავო და გავოგნდი. ვერ გეტყვით, რომ სიხარულით ცას ვეწიე იმიტომ, რომ 12 წლის მომღერალი, რომლისთვისაც არ არსებობს სირთულე - არც ვოკალურად, არც ტექნიკურად, არც დიაპაზონის მხრივ, თან ტონალობასთან კონფლიქტში არ არის, აუტსაიდერად არ უნდა მდგარიყო მეორედ. ჩემგან ცოტა უხერხულია და მომიტევეთ, მაგრამ ერის ყურები ხარისხს უნდა შეეჩვიოს! მიუხედავად იმისა, რომ ნინა სუბლატთან დაკავშირებით საყვედური გამოვთქვი ერთ-ერთ შოუში, ამას, როგორც აღმოჩნდა, ნინაზე გავლენა არ მოუხდენია... ბრავო, ნინა! შენ მე მომიგე!“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.