X Factor-ის მენტორი ნიკა გვარამია რეკორდებს აუმჯობესებს, უკვე მესამე „ლაივია“, როდესაც მისი კატეგორიის წარმომადგენელი ხალხის რჩეული ხდება. პროექტის ბოლო „ლაივზე“ ხალხის რჩეული მიშო სულუხია გახდა, მაგრამ ანგარიშით 2:1 ავთანდილ აბესლამიძის კვლავ ლიდერობს.
როგორც ჩანს, მიშოს „ლიდერობა“ ძალიან წაადგა და მას მეტი სტიმული მიეცა იმისთვის, რომ პოზიცია არ დათმოს.
„პროექტის განმავლობაში პირველად მოვხვდი ლიდერის პოზიციაზე. ძალიან კარგი შეგრძნებაა და უბედნიერესი ვარ, რომ ხალხმა ჩემი შესაძლებლობები სათანადოდ დააფასა. სიმართლე გითხრათ, ბოლო „ლაივზე“ იმას ვფიქრობდი, რომ იქნებ როგორღაც ამ ტურშიც გავმძვრალიყავი და არ გამოვთიშულიყავი პროექტს.
სანამ სცენაზე გავიდოდი, ძალიან დეპრესიული განწყობა მქონდა. სიმღერა ძალიან რთული იყო და მეშინოდა, რომ არ გამფუჭებოდა და ხარვეზი არ ყოფილიყო, ერთი შეცდომაც რომ გაპარულიყო, მთელი კონცეფცია დამერღვეოდა. მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ყველა იმ ადამიანს მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ტელეფონი აიღო და ერთხელ მაინც დამირეკა. SMS ლიდერობამ ძალიან დიდი სტიმული მომცა და მომავალ ტუში კიდევ უფრო კარგი ნომრით წარვდგები, შესაძლოა, სტილიც შევიცვალო და ოპერა მოვხსნათ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რადიკალურ ცვლილებას მაგრამ მსურს, რომ ჩემი ნომრები უფრო მეტად გავამრავალფეროვნო“, - განაცხადა მიშომ OK!-სთან საუბრისას.