X Factor-ის მეოთხე "ლაივმა" ალბათ ბევრი თქვენგანის დამოკიდებულება შეცვალა კონკურსანტების მიმართ. ცირა კობიაშვილი, რომელიც გამუდმებით კრიტიკის ობიექტი იყო, გუშინდელი შოუს შემდეგ სოციალური ქსელის დედოფლად იქცა და მის მიერ შესრულებული სიმღერა, მაყურებლის რჩეულ Playlist-ში მოხვდა.
ცირას შესრულებით აღფრთოვანებულია თავად მენტორიც. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გაბუნიას საქმე ნამდვილად საამაყოდ აქვს, მან ცირასთან მუშაობის სირთულეებზე სპეციალურად OK!-სთან ისაუბრა.
"როდესაც ცირას სიმღერას ვურჩევ, მისი ემოციების პირველი ტალღა იწყება ასე - არაა!!! ეს რატომ უნდა ვიმღერო?! ეს სიმღერა ვინ იცის?! და ა.შ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით, ცირას სჭირდება ერთ დღე, რომ ფსიქოლოგიურად დამშვიდდეს.
ზეწოლა უფრო ცირას მხრიდან მოდის, ყოველთვის ცდილობს, რომ შემაცვლევინოს სიმღერა. მერე მე მიწევს არგუმენტების მოშველიება: არა - ცირა! ეს სიმღერა კარგია, ეს სიმღერა შენ მოგიხდება და მთელი ამბები. თან ეს ყველაფერი ხდება სამშაბათს, ორაბათის "ლაივის" მეორე დღესვე ვარჩევთ მომდევნო ორშაბათისთვის სიმღერას, რომ მოსაზმადებლად დიდი დრო გვქონდეს. ამ დღეს მე ჩემი გამჭირვებია,"არჩევანი" მაქვს ხოლმე. ცალკე "არჩევანში" ვეკამათები სტუმრებს და ცალკე არჩევნები მაქვს ყოველთვის ცირასთან.
ცირა და მალიბუ შეთქმულებას მიწყობდნენ. როდესაც კობიაშვილი მიხვდა, რომ ამ "ლაივის" სიმღერას არ ვუცვლიდი, გადაწყვიტა, რომ მალიბუ მოეშველიებინა ჩემს გადასარწმუნებლად. მალიბუს აწერინებდა ჩემთან, რომ სიმღერა შემეცვალა. ჯერ ცირა მწერს, მეწუწუნება რაღაცებს და უცებ მალიბუსგან მომდის შეტყობინება, - გიო, რას მღერის ცირა?! - ვუთხარი ამას და ამას მღერის. მერე ისევ მწერს, - ეს რა სიმღერაა?! რომ შეუცვალო და რამე სხვა მისცე არაა?! და მეც უკვე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ცირას და მალიბუს შეთქმულების ნაწილი იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცირას ეს შესრულება იქნებოდა საუკეთესო ამ სცენაზე და ასეც მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ცირას შესაძლებლობები, აღფრთოვანებული ვარ გუშინდელი "ლაივით" და არა მხოლოდ მე. თქვენ ნახეთ, რომ მენტორებს ერთი შენიშვნაც კი, არ ჰქონიათ. მითუმეტეს, სოფოს, რომელიც ცირას მიმართ ყოველთვის მკაცრია და ეს ძალიან კარგია, რადგან ამ შემთხვევაში, სოფოს შეფასებას ყველაზე დიდი ძალა ჰქონდა. მეგონა, რომ სოფო მაინც გამონახავდა რაღაც შენიშვნას, მაგრამ ასე არ მოხდა და მე პირადად უბედნიერესი ვარ, რომ ჩემმა გოგომ ყველას გაოცება შეძლო და დამიჯერეთ, ჩვენ კიდევ ბევრჯერ გაგაოცებთ", - განაცხადა გიორგიმ ჩვენთან საუბრისას.