X Factor-ის მეოთხე Live დასრულდა. სამწუხაროდ, პროექტი ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და ნინა სუბლატის კატეგორიის ერთადერთმა წევრმა ნინა ყიფშიძემ დატოვა. ნინასთან ერთად აუტსაიდერი x Factor-ის აღმოჩენა დათუნა ლაზარიშვილიც გახდა, რაც, როგორც ჩანს, მენტორებისთვისაც და მაყურებლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
ექსკლუზიურად OK!-ს მკითხველისთვის! დათუნა ლაზარიშვილის მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ ძალიან უცნაური ისტორია გვიამბო. მან მეოთხე Live სიზმარში ნახა.
"არ ვაპირებდი ამ ყველაფრის თქმას, არ მინდა, ვინმემ გიჟად შემრაცხოს, მაგრამ მხოლოდ თქვენ გამოგიტყდებით. გიჟი არ ვარ, X Factor-ის ეს ფინალი მე გუშინ სიზმარში ვნახე. დამესიზმრა, რომ დათუნა ლაზარიშვილი იდგა აუტსაიდერებში და ის მენტორებმა გადაარჩინეს. მეორე აუტსაიდერი ვინ იყო არ ვიტყვი, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არ მახსოვს. სიმწრით გავიღვიძე, იმიტომ, რომ წარმოვიდგინე, მართლა ეს რომ მომხდარიყო, რა იქნებოდა. წარმოსადგენი თურმე არაფერი არ მქონია, რადგან დღეს მოხდა ის, რაც მე გუშინ დამესიზმრა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, სიზმრები ხშირად მიცხადდება. ძალიან მგრძნობიარე ვარ და ალბათ, ამიტომაც ხდება, რომ ჩემს სიზმრებს ყოველთვის ვენდობი.
ვერ ვიჯერებდი დათუნას აუტსაიდერებში დგომას. ის ამ კონკურსის მთავარი ბრილიანტია, რომელიც ვთვლი, რომ ხალხისთვისაც და ჩემთვისაც ნამდვილი საგანძური და აღმოჩენაა. ამიტომ მას უნდა გავუფრთხილდეთ და მივიყვანოთ იმ ეტაპამდე, რომელიც მისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, რომ მათ დაინახეს დათუნას პოტენციალი და საშუალება მისცეს, პროექტში დარჩენილიყო. ვაცნობიერებ, რომ დათუნას აქვს ის რაღაც პატარ-პატარა დეტალები, რაც უნდა დაიხვეწოს და მე პირობას გაძლევთ, რომ დათუნას ყოველი გამოსვლა იქნება უფრო მეტად საინტერესო, ვიდრე წინები", - განაცხადა სოფო ნიჟარაძემ OK!-სთან საუბრისას.