ჟურნალმა OK!-მ გადაწვიტა გაეგო, რას ამბობენ მასზე ვარკვლავები და ასტროლოგ სოფია ბზეკალავას დაუკავშირდა, რომელმაც ექსკლუზიურად OK!-ს მკითხველისთვის ცირას ასტროლოგიური რუკა შეადგინა.
„შოუბიზნესი ნამდვილად არის ამ ადამიანის სფერო და სავარაუდოდ, იგი რაღაცას მიაღწევს აუცილებლად. ცოტა ბუტია და წყენია ადამიანია. ძალიან ემოციური და ხასიათცვალებადი. ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს ზედმეტად. თუმცა, ცოტა ფრთხილია და უჭირს ღია ბრძოლა საკუთარი პრინციპების დასაცავად. უფრო წყენას იტოვებს გულში. მე მას მეტ სითამამეს და პრინციპულობას ვურჩევდი. მას ძალიან უმართლებს მასმედიის წარმომადგენლებში. შესაძლებელია ტელევიზიამ და ბეჭდვურმა მედიამ ძალიან კარგად იმუშაოს მისი იმიჯის წარმოჩენაზე. ჟურნალისტები სწყალობენ. დაიბადა იმისთვის, რომ იყოს ხელოვანი და შემოქმედი“, - განაცხადა ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ.