როგორც იცით, წუხელ X Factor-ი მალიბუ ტუღუშისთვის დრამატულად დასრულდა - მას პროექტის დატოვება მოუწია.
OK! მალიბუს დაუკავშირდა და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვა:
„იმ დროის განმავლობაში რაც პროექტში ვარ, ჯერ კიდევ ვერ გავაცანი ხალხს მალიბუს შესაძლებლობები. თუმცა, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ახლა უკვე გამაჩნია ხალხის ნაწილის სიყვარული.
იცით რა, მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მე თვითონ საკუთარი თავი ბოლომდე გავიტანო ასეთ პროექტში ფულით და ვრიცხო ჩემ ნომერზე, ამიტომ მე მთლიანად ხალხს ვიყავი მინდობილი და წამოვედი კიდეც.
გული მეტკინა ძალიან იმ მომენტში, როცა პროექტი დავტოვე. ამ დროს ყველაფერი გამახსენდა, ის ცხოვრება რომელიც პროექტამდე მქონდა, ბინის ქირას რომ ძლივს ვიხდიდი და უაზროდ ვმუშაობდი, არაფრის გამო. მეგონა, ჩემი ყველა ნაბიჯი და ბრძოლა წყალში ჩამეყარა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ პირიქით არის - ახლა შანსი მაქვს, ხალხს ვაჩვენო ჩემი შემოქმედება, ამიტომ არ გავჩერდები და ძალას მოვიკრებ. შევეცდები, არ ავყვე ემოციებს და გულის ტკივილს. მინდა მივხედო ჩემ საქმეს - ალბომს, რომლის ჩაწერასაც ვაპირებ ახლო მომავალში, დაახლოებით ერთ წელიწადში ვგეგმავ საზღვაგარეთ წასვლასაც“, - განაცხადა მალიბუ ტუღუშმა OK!-სთან საუბრისას.