სამწუხაროდ, X factor-ის მესამე"ლაივზე" ნინა სუბლატის კატეგორიის ერთადერთი მონაწილე, ნინა ყიფშიძე კვლავ აუტსაიდერებში, წითელ ხაზთან აღმოჩნდა. მაგრამ საბედნიეროდ, ჟიურიმ საბოლოო არჩევანი ნინაზე შეაჩერა და ის კვლავ პროექტში დარჩა.
მესამე "ლაივთან" დაკავშირებით, OK! ნინა სუბლატს ესაუბრა და იმ მიზეზების გარკვევა სცადა, რის გამოც პროექტის ერთ-ერთი გამარჯვების კანდიდატი უკვე მეორედ გახდა აუტსაიდერი: "შემიძლია თამამად გითხრათ, რომ გუშინდელი "ლაივი" ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ასე ვთქვათ, ყველაზე პერფორმირებული იყო, რაც აქამდე მინახავს. კმაყოფილი ვარ, ნინა ყიფშიძის გამოსვლითაც და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა, საუკეთესო სიმღერა და საუკეთესო შესრულება.
რაც შეეხება მაყურებლის გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ არის იმის შედეგი, რომ მაყურებელს არ მოწონა ნინა ან მისი შესრულება. ეს არის ისევ და ისევ მათი მხრიდან მოდუნების ამბავი, რის გამოც ის პირველივე "ლაივზე" იყო აუტსაიდერი. მე იმედი მაქვს, რომ მაყურებელი დარწმუნდა იმაში, რომ თუ არა ისინი, სხვა არავინ დაუჭერს მას მხარს და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში აღარ დაუშვებენ იგივე შეცდომას და დაურეკავენ ნინას, რომელიც არის ყველაზე გამორჩეული მონაწილე ამ პროექტში.
მიმართავ X Factor-ისა და ნინა ყიფშიძის გულშემატკივრებს, - მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო ჯერ არის 15 წლის და შორს არის ბევრი იმ რაღაცისგან, რაც სიმღერას და შესრულებას სჭირდება, მაინც პროფესიონალურად ახერხებს ამ ყველაფერს და ყველა იმ ემოციას და ენერგიას დებს თავის გამოსვლებში რაც საჭიროა. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით: ნუ მოდუნდებით და აქტიურად დაიჭერთ მხარი თქვენს რჩეულს", - განახცადა ნინა სუბლატმა.