შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მიშო სულუხიამ ყველა წინა "ლაივზე" დაშვებული შეცდომები გუშინდელი შესრულებით გადაფარა და ნამდვილი სანახაობა გვაჩუქა. სცენაზე გაცოცხლებული ბაროკოს პერიოდი, გასული საუკუნეები და მსგავსი თეატრალური სანახაობა, X factor-ის მაყურებელს ჯერ არ ახსოვს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომდევნო "ლაივებზე" უფრო მეტი სიურპრიზი დაგხვდებათ.
OK! მიშოს პირადად ესაუბრა, რომელმაც კმაყოფილება ვერ დამალა და ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც ამ სცენოგრაფიაში მას დაეხმარა: "გეტყვით, რომ ისევ ძალიან სარისკო ნომერი მქონდა. ბაროკოს გამოტანა X Factor-ის სცენაზე, როგორც იდეა, ძალიან მერყევი იყო, იმიტომ, რომ გამართლდებოდა თუ - არა, არავინ არ ვიცოდით. მაგრამ საბოლოოდ, ძალიან გამორჩეული ნომერი გამოვიდა ვიზუალურადაც და "საუნდის" მხრივაც სულ სხვანაირად ჟღერდა, ვიდრე სხვა ნამღერები. ძალიან დიდი მადლობა "რუსთავი 2"-ს მთელ "პროდაქშენს", რომ დამეხმარნენ, რათა ჩემი თავი საუკეთესოდ წარმომეჩინა.
ძალიან განსხვავებული იყო სცენის ვიზუალიც. გადაწყდა, რომ მე-15 და მე-16 საუკუნე გაგვეცოცხლებინა სცენაზე და მთლიანობაში ნომერი ძალიან ეფექტური გამოვიდა ალბათ, ამაში თქვენი მკითხველიც დამეთანხმება.
მინდა, რომ ჩემს გუშემატკივრებს ვუთხრა, არ მოდუნდნენ. ჩავარდნა აღარ მექნება და ამერიდან სულ წინ და წინ ვივლი", - განაცხადა მიშო სულუხიამ.