X Factor-ის მესამე "ლაივი" ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ აუტსაიდერებში ნინა ყიფშიძე და მალიბუ ტუღუში აღმოჩნდებოდნენ. სამწუხაროდ, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტი მალიბუმ დატოვა.
მესამე "ლაივი" მხოლოდ ამით არ დასრულებულა. მას შემდეგ რაც წამყვანებმა მალიბუ ტუღუში ხმათა უმრავლესობით აუტსაიდერად დაასახელეს, სცენაზე მენტორებიც ავიდნენ. ტრადიციულად, ყველა ერთმანეთს ამხნევებდა და წარმატებებს უსურვებდა, როდესაც სცენაზე, დარბაზიდან უცხო პირი აიჭრა და სოფო ნიჟარაძეს დაარტყა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ყველა გაოცებული დარჩა. დაცვამ უცხო პირი სწრაფად გაიყვანა სცენიდან და ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა. ადგილზე მალევე გამოჩდა საგამოძიებო პოლიციაც.
თავად სოფო ნიჟარაძეს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, სოფო ემოციებს ვერ იკავებდა და სახეზე ხელს იფარებდა. პროდიუსერები და წამყვანები კი, მის დამშვიდებას ცდილობდნენ და მალევე კულისებში გაიყვანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პატარა კომენტარი OK!-სთან გიორგი გაბუნიამ გააკეთა: "ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით არ მაქვს, რადგან როდესაც ხმაური ატყდა, მე სწორედ იმ დროს გამოვიხედე და დავინახე, რომ სოფო იდგა, თავზე ედო ხელი, ტიროდა და ამბობდა ცუდად ვარ... ცუდად ვარო..."