ამ წუთებში ფილარმონიასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. მოგეხსენებათ, დღეს X Factor-ის მესამე „ლაივის“ გენერალური რეპეტიციები მიმდინარეობდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ცირა კობიაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და პირველადი დახმარების გაწევა გახდა საჭირო.
ამ დრომდე უცნობია, როგორ გრძნობს თავს კონკურსანტი და შეძლებს თუ არა დღეს ის მაყურებლის წინაშე წარდგომას. ამ წუთებში ექიმები ცირა კობიაშვილის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ.