X Factor-ის მეორე Live განსაკუთრებით ემოციური, დათო ფორჩხიძის კატეგორიის ბიჭებისთვის აღმოჩნდა. სამწუხაროდ X Boys პროექტს გამოეთიშა და ჟიურიმ არჩევანი ცირა კობიაშვილზე შეაჩერა.
დათომ პირველი კომენტარი OK!-სთან გააკეთა და გუშინდელი Live შეაფასა:
„თითოეული წამი, რაც ჩემს ბიჭებთან ერთად გავატერე, ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება. თუ ეს მაყურებლის გადაყვეტილებაა და მათ ჩათვალეს, რომ ისინი სუსტები არიან, მაშინ მე ვერ ვიმუშავე მათთან სათანადოდ და მე მომიწევს ჩემს თავზე ავიღო ბიჭების პროექტიდან წასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი ცირას და X Boys შორის იყო გასაკეთებელი, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ მენტორების გადაწყვეტილებაზე. ისინი ჩემი მეგობრები არიან და ვერც იმას ვიტყვი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო და ვერც იმას, რომ არასწორი იყო. რა თქმა უნდა მერჩივნა, რომ ჩემს სასიკეთოდ დასრულებულიყო ეს Live, მაგრამ თუ ჟიურიმ ასე ჩათვალა სწორად, მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, - განაცხადა დათო ფორჩხიძემ OK!-სთან საუბრისას.