X Factor-ის მეორე Live შესაძლოა რობი უილიამსის კონცერტზე რეიტინგული აღმოჩნდეს. ამ ყველაფრის თქმის უფლებას კი, ის მოსამზადებელი პერიოდი გვაძლევს რომელსაც კონკურსანტები ამ წუთებში გადიან. ხვალ, ზუსტად 22:00 საათზე, ფილარმონიაში X Factor-ის მეორე Live შოუ გაიმართება.
OK! პროექტის ერთ-ერთ ფავორიტს, მალიბუ ტუღუშს ესაუბრა, რომელმაც საკუთარი პერფორმანსის შესახებ, საინტერესო დეტალები გაგვიმხილა.
"მეორე Live-სთვის გიორგიმ ძალიან ძლიერი სიმღერა შემირჩია, მაგრამ თავიდან ცოტა შემეშინდა. რთულია საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობა აიღო და მსოფლიო ლეგენდის უკვდავი ჰიტი შეასრულო ისე, რომ მაყურბელი აღაფრთოვანო. რა სიმღერაზეა საუბარი ამას საიდუმლოდ შევინახავ, მაგრამ გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რათა სათქმელი თქვენამდე მოვიტანო. რეპეტიციებზე გიორგი, სოფო ტოროშელიძე და მანანა მორჩილაძე ძალიან მეხმარებიან. შეუძლებელია იქედან ისე გამოხვიდე, რომ რაღაც ახალი მაინც არ შეიძინო .
ყოველ დღე, უფრო და უფრო მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან და ვცდილობ სცენაზე ის გავაკეთო, რაც მე მომეწონებოდა მსმენელი რომ ვიყო. იმედი მაქვს, საკუთარ თავს იმედს არ გავუცრუებ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ნებისმიერი დამწყები მუსიკოსი ისურვებდა პერფორმანსის დროს. რაც მთავარია, ძალიან არ მინდა, რომ ჩემს გულშემატკივრებს იმედი გავუცრუო. ძალიან მიყვარხართ. ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ამხელა სიყვარული დავიმსახურე. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდება, ჩემი პროექტში დარჩენა თქვენზეა დამოკიდებული და იმედს ვიტოვებ, რომ მოგეწონებათ ჩემი Live და მომცემთ საშუალებას მომდევნო ტურებში კიდევ უფრო საინტერესო პერფორმანსები წარმოვადგინო. გთხოვთ დამირეკოთ ნომერზე: 0 903 300 306",- განაცხადა მალიბუმ ჩვენთან საუბრისას.