X Factor-ის პირველი Live სოციალურ ქსელში დღემდე აქტიურად განიხილება. საზოგადოების აზრი კი, აუსტაიდერებთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი. Teen Girls-ის პროექტიდან წასვლაზე და ნინა ყიფშიძის აუსტაიდერობაზე, ამჟამად X Factor-ის ყველაზე მკაცრმა მენტორმა, გიორგი გაბუნიამ ისაუბრა:
„მიუხედავად იმისა, რომ Teen Girls-ს Live-ზე ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდათ არ გამკვირვებია, რომ პროექტი სწორედ მათ დატოვეს. ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ კონკურსანტების მიმართ, მათ ყველაზე ნაკლები გულშემატკივარი ჰყავდათ. ეს ყველაფერი კი, კარგად ჩანდა სოციალურ ქსელებშიც. მაყურებელი მათდამი მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ყოფილა განწყობილი. რთულია ერთი ცეცხლოვანი პერფორმანსით საზოგადოებას შეხედულება შეაცვლევინო.
მაგრამ ვაღიარებ, რომ ძალიან გამიკვირდა ნინა ყიფშიძის აუტსაიდერებში მოხვედრა. მას ეს სტატუსი ნამდვილად არ ეკუთვნოდა, რადგან ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, რომ ხშირად მითქვამს - ნინა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატია, რომელმაც შესაძლოა ეს პროექტი მოიგოს. მე შემეძლო, ჩემი ხმა Teen Girls-სთვის მიმეცა, მაგრამ არა - პროექტში უნდა იყვნენ ძლიერი კონკურსანტები და უნდა გაიმარჯვოს ღირსეულმა.
რაც შეეხება ჩემს კატეგორიას, ძალიან კმაყოფილი ვარ ცირას გამოსვლითაც და მალიბუს გამოსვლითაც. მიუხედვად იმისა, რომ რეტინგით პირველები არ იყვნენ, ხმებით სხვებს არ ჩამორჩებოდნენ. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებაც ჩემი კატეგორიის გოგონებს მხარი დაუჭირეს. მათ ზუსტად შეასრულეს ის მითითებები და რჩევები რასაც ვაძლევდი, ამიტომ მაყურებელი მომავალ ორშაბათს, მათგან უფრო მეტ ენერგიას, მეტ შოუს და სიძლიერეს იხილავს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ OK!-სთან საუბრისას.