X Factor-ის პირველი Live იმაზე უფრო გრანდიოზული, დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. დახვეწილი ქორეოგრაფია, საუცხოო განათებები და არაჩვეულებრივი კონკურსანტები, წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენას ქმნიან.
ფინალი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან აუტსაიდერად ნინა სუბლატის კატეგორიის კონკურსანტები ნინა ყიფშიძე და Teen Girls დასახელდნენ, პროექტის დატოვება კი, გოგონების არაჩვეულებრივ ჯგუფს Teen Girls მოუწია:
"იმის მიუხედავად, რომ დღეს ძალიან ცუდად, კიარადა ბანძად განვითარდა X Factor-ში მოვლენები, მაინც მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემ გოგონებს მხარი დაუჭირა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის! იმის მიუხედავად, რომ პროექტი დატოვა Teen Girls–მა, მაინც მიხარია, რომ მათ დღევანდელ Live-ს ასე ღირსეულად გაართვეს თავი! და მათი დღევანდელი პროექტის დატოვება ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც მუსიკოსისთვის, მენტორისთვის და ა.შ, ღირსეული იყო, არასწორი(იმიტომ, რომ ბევრი შესრულება იყო არა ღირსეული.....) მაგრამ მაინც... ზოგისთვისთვის ეს პროექტი ყველაფერია და ამის შემდეგ მათ კარიერაში არაფერი მოხდება, ზოგისთვის კი ("თინ გერლსისთვის" კონკრეტულად) მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი რაღაცის, რაც მომავალში ელით! ნინა ყიფშიძეს კი, ვულოცავ დარჩენას! ყველა საუკეთესო პირველ დღეს აუტსაიდერია! და აუტსაიდერობა ხანდახან კარგიც არის! მადლობა ყველას", - განაცხადა ნინა სუბლატმა.