ამ წუთებში, „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“ X Factor-ის პირველი Live-ის გენერალური რეპეტიციები მიმდინარეობს. OK! პროექტის მონაწილეებს კულისებში ესტუმრა და მათი „მესიჯების“ თქვენთვის გაზიარება გადაწყვიტა:
ავთანდილ აბესლამიძე: მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ყველა იმ ადამიანს მივმართო ვისაც ჩემი ნამღერი მოსწონს. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მსურს, რომ ყოველ ჯერზე უფრო მეტად გაგაოცოთ ჩემი ნამღერით. გამიხარდება თუ თქვენი გვერდში დგომითა და გულშემატკივრობით ამის საშუალება კვლავ მომეცემა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურია და ყველაზე მეტად მჭირდება თქვენი თანადგომა, ამიტომ გთხოვთ დამირეკოთ ნომერზე 0 903 300 301, თუ რა თქმა უნდა მოგეწონებათ ჩემი შესრულება.