ამ წუთებში, „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“ X Factor-ის პირველი Live-ის გენერალური რეპეტიციები მიმდინარეობს. OK! პროექტის მონაწილეებს კულისებში ესტუმრა და მათი „მესიჯების“ თქვენთვის გაზიარება გადაწყვიტა:
ნინა ყიფშიძე: მოვუწოდებ ჩემს გულშემატკივრებს, რომ თუ მოგეწონებათ ჩემი გამოსვლა, არ დაგეზაროთ და დამირეკეთ ნომერზე 0 903 300 307. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი ჩემით კმაყოფილი დარჩეს.
ახლა ყველაზე მეტად მჭიდება თქვენი დახმარება. წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს სცენაზე სრულიად განსხვავებული ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასიამოვნოდ გაგაოცოთ.