ამ წუთებში, „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“ X Factor-ის პირველი Live-ის გენერალური რეპეტიციები მიმდინარეობს. OK! პროექტის მონაწილეებს კულისებში ესტუმრა და მათი „მესიჯების“ თქვენთვის გაზიარება გადაწყვიტა:
გიგი ადამაშვილი: მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს და ვეტყვი, რომ ძალინ, ძალიან მიყვარხართ. ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ამხელა სიყვარული დავიმსახურე. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდება, ჩემი პროექტში დარჩენა თქვენზეა დამოკიდებული და იმედს ვიტოვებ, რომ მოგეწონებათ ჩემი Live და მომცემთ საშუალებას მომდევნო ტურებში კიდევ უფრო საინტერესო პერფორმანსები წარმოვადგინო.
დღეს ვიქნები სრულიად სხვა გიგი ადამაშვილი, ვასრულებ ერთ-ერთ ურთულეს სიმღერას და ცოტას ვღელავ, მაგრამ ჩემი გულშემატკივრების იმედი მაქვს. გთხოვთ დამირეკოთ ნომერზე: 0 903 300 302