ის, რაც ტელემაყურებელმა ორშაბათს „რუსთავი 2“-ის ეთერში, X Factor-ში იხილა, ემოციური მხოლოდ ჟიურისა და მაყურებლისთვის არ ყოფილა. ბევრი ნერვიულობა, შიში, ცრემლი და კრიტიკული შეფასებები სცენის შემდეგ კულისებში გაგრძელდა, ეს ყველაფერი მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩა.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, OK!-მ ორი სკამის ტურის ჩაწერაზე, კულისებში შესვლა და იქ ნანახი ემოციების თქვენთვის გაზიარება მოახერხა. პროექტს მიღმა დარჩენილი ბავშვები ტიროდნენ, მონაწილეები მათ დამშვიდებას ცდილობდნენ, კონკურსანტები კი, რომლებიც სცენაზე გასასვლელად ემზადებოდნენ, ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდნენ.
გთავაზობთ ექსკლუზიური კადრებს X Factor-ის კულისებიდან: