გუშინ X Factor-ის სცენაზე დათო ფორჩხიძის გამოჩენა ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ეს სიახლე კი განსაკუთრებით სასიხარულო იმ კონკურსანტებისთვის აღმოჩნდა, რომლებმაც პროექტი დატოვეს, რადგან მათ უკან დაბრუნება მოუწიათ.
დათო ფორჩხიძემ შექმნა ახალი კატეგორია „ჯგუფები“, რომელიც პროექტს გარეთ დაჩენილი 6 კონკურსანტით შეივსო და X Factor-სი დაბრუნება მოუწიათ:
გოგონები: მარიამ აკობია, თიკა ბალანჩინი და თამარ ჯგუშია
ბიჭები: დათი წერეთელი, გიორგი ლაფაჩიშვილი და ლუკა ჩაკვეტაძე
კატეგორია „ჯგუფების“ გოგონებმა პირველი კომენტარი OK!-სთან გააკეთეს:
მარიამ აკობია: „როდესაც პროექტი დავტოვე, ეს ჩემთვის ყველაზე რთული და გულდასაწყვეტი მომენტი იყო, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ „რუსთავი 2“-ში მივსულიყავი, ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დათო ფორჩხიზე დაემატა ჟიურის წევრებს, თავიდან ვერ მივხვდი რატომ მიბარებდნენ, მაგრამ როდესაც მითხრეს, რომ X Factor-ში ვბრუნდებოდი, ვერ აღგიწერთ, რა სიხარული ვიგრძენი.
დათო ფორჩხიძე უნიჭიერესი ადამიანია და ახლა მის კატეგორიაში ვიქნები, კატეგორია „ჯგუფებში“, ჩემთან ერთად ორი უნიჭიერესი მომღერალი გოგონა დააბრუნეს - თამარ ჯგუშია და თიკა ბალანჩინი. ამ ეტაპზე ჩვენგან შეიქმნა გოგონების ჯგუფი და ძალიან მიხარია, რადგან ძალიან საინტერესო გამოდის ჩვენი ტანდემი.
თიკა ბალანჩინი: „სიმართლე გითხრათ, იმ ნამღერით რაც მე გუშინ ორი სკამის ტურზე შევასრულე, არ მეგონა, პროექტის დატოვება თუ მომიწევდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო და კულისებში ამ ემოციებს ვერ გავუძელი. მაგრამ როგორც უკვე ნახეთ, ამ სცენაზე ყველაფერი ხდება, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო და პროექტში დავბრუნებულიყავი.
ყველა კონკურსანტისთვის ვინც დავბრუნდით, ეს ამბავი სრულიად მოულოდნელი იყო. ძალიან მიხარია, რომ დათოს ხელში მოვხვდით და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი გოგონების ჯგუფი, ისევე, დათოს ბიჭების ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერები ვიქნებით ამ პროექტში.
თამარ ჯგუშია: „როდესაც სკამიდან ავდექი, იმდენად ნაწყენი და იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ჩაწერაზე ბოლომდე არ დავრჩი, მაშინვე დავტოვე ფილარმონიის შენობა და არც ვიცოდი, თუ ფორჩხიძე მივიდა და ასეთი განცხადება გააკეთა. წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა, მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ „რუსთავი 2“-ის შენობაში მივსულიყავი, რომ მივედი, ბავშვები რაღაცას მილოცავდნენ, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რას. რომ გავიგე ასეთი რამ მოხდა და მე პროექტში დავბრუნდებოდი, ვერ დავიჯერე, მაგრამ როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო, უბედნიერესი ვიყავი.
ამ ეტაპზე ჯგუფში მომიწევს სიმღერა, რაც ძალიან რთულია. აქ შესრულების სულ სხვა სპეციფიკაა საჭირო, სინქრონი და ა.შ. მაგრამ დათო ძალიან ნიჭიერი ადამიანია და იმდენს გვამეცადინებს, რომ ჩვენი და ბიჭების სამეულები ერთ-ერთი ლიდერები ვიქნებით, ამისთვის კი, არც დროს დავიშურებთ და არც ენერგიას.