დავიბადე - 1989 წლის 3 იანვარს;
ზოდიაქოს ნიშნით ვარ - თხის რქა;
ვსწავლობდი - “ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში” - Scuola Cantorum Bacilista (შვეიცარია - ბაზელი);
მყავს - დედა, ბებია და მეგობრები;
ყველაზე მეტად მიყვარს - საკუთარი პროფესია;
ჩემთვის, მეგობარი ნიშნავს - ყველაფერს;
ოცნება, რომელიც ჯერ ვერ ავიხდინე - ის, რომ ოდესმე შევძლო და მფრინავი გავხდე;
ჩემთვის, მისაბაძი ადამიანია - ჯიმ ქერიზე ვარ ბავშვობიდან შეყვარებული;
საყვარელი წიგნია - დოსტოევსკის „იდიოტი“;
ფილმი, რომელიც არასოდეს მბეზრდება - „სულების სახლი“, მერილ სტრიპის მონაწილეობით;
თავისუფალ დროს ვცდილობ - ვხატო და ვუსმინო ელექტონულ მუსიკას;
ჩემი საუკეთესო თვისება - სიმართლის მოყვარული ვარ;
ჩემი მთავარი ნაკლი - თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
არასოდეს - თქვა არასოდეს;
ყველაზე მეტად არ მიყვარს - ტყუილი;
ვიმოგზაურებდი - ავსტრალიაში;
საქართველოში ვისურვებდი - ქართველები იყვნენ უფრო მეტად პოზიტიურები, ვიდრე ახლა არიან;
ვაპირებ - ჩემი თავი მსოფლიოს გავაცნო;
გულშემატკივრებს ვეტყოდი - არ მოდუნდნენ, თუ რამე არ მოეწონებათ, ცოტა ხანს დამელოდონ და აუცილებლად ვაჩვენებ იმას, რასაც ჩემგან ელიან;
X Factor-ი ჩემთვის არის - შანსი, რომელიც შესაძლოა, ძალიან იღბლიანი აღმოჩნდეს ჩემთვის.