დავიბადე - 1996 წლის 30 ივლისს;
ზოდიაქოს ნიშნით ვარ - ლომი;
ვსწავლობ - „ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში“ (1 კურსი - ფსიქოლოგია);
ყველაზე მეტად მიყვარს - საკუთარ თავთან მარტო დარჩენა;
ჩემთვის, მეგობარი ნიშნავს - იმედს;
ოცნება, რომელიც ჯერ ვერ ავიხდინე - რომ მქონდეს დიდი სახლი და მყავდეს ბევრი შინაური ცხოველი;
ჩემთვის, მისაბაძი ადამიანია - კონკრეტულს ვერ გამოვარჩევ, ყველას შეიძლება ჰქონდეს ჩემთვის მისაბაძი თვისება;
საყვარელი წიგნია - „დიდოსტატის მარჯვენა“;
ფილმი, რომელიც არასოდეს მბეზრდება - „ჰენგოვერი“;
თავისუფალ დროს ვცდილობ - გავერთო მეგობრების წრეში;
ჩემი საუკეთესო თვისება - გულწრფელობა;
ჩემი მთავარი ნაკლი - ძალიან ეგოისტი ვარ;
ყველაზე მეტად არ მიყვარს - დაუმსახურებელი კრიტიკა;
ვიმოგზაურებდი - მსოფლიოს გარშემო;
საქართველოში ვისურვებდი - იყოს ნაკლები აგრესია ხალხში;
ვაპირებ - მივაღწიო წარმატებას მუსიკალურ კარიერაში;
გულშემატკივრებს ვეტყოდი - დიდ მადლობას და იმას, რომ მათ გარეშე არაფერს აზრი არ აქვს;
X Factor-ი ჩემთვის არის - ცხოვრების სხვა ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობა.