მოდაში გათვითცნობიერებულ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავები, მათ შორის აუცილებლად გაიგონებთ დაიან კრუგერის სახელს. გერმანელი მსახიობი და ყოფილი მოდელი მუდამ აოცებს საზოგადოებას თავისი თვალისმომჭრელი Look-ებით. იგი ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა მაღალი მოდის ჩვენებებში, ამიტომ ხანგრძლივ დროს ატარებდა სხვადასხვა დიზაინერთან, რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მისი დახვეწილი და ზომიერად სექსუალური სტილის ჩამოყალიბებაზე.
თუ გსურთ სეზონის ტრენდების გაცნობა, ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ დაიანას ჩაცმულობას.
რთული დასაჯერებელია, რომ ეს მომხიბლავი ქალბატონი უკვე 40 წლისაა. 2004 წელს იგი პირველად გამოჩნდა „წითელ ხალიჩაზე“, მას შემდეგ კი მუდამ ყურადღების ცენტრშია. მოდის „რადარები“ გამუდმებით მისკენაა მიმართული. არ აქვს მნიშვნელობა „წითელ ხალიჩას“ ამშვენებს, მოდის ჩვენებების წინა რიგებში ზის თუ უბრალოდ ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს – დაიანა ყოველთვის საინტერესოა! უნდა აღინიშნოს, რომ მას არ ჰყავს სტილის დიზაინერი და მისი Look-ები მთლიანად მას ეკუთვნის. დაიანას თქმით, ქალბატონები, რომლებსაც სტილის დიზაინერები არგებენ სამოსს, ყველა ერთმანეთს წააგავს. როგორც მან აღნიშნა, მოდისა და სამოსის მთელი სილამაზე ინდივიდუალიზმშია და ის, რომ თავად შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი სამოსი, ყველაზე დიდი სიამოვნებაა.
დაიან კრუგერს აქვს უნარი ყველანაირი სტილის სამოსი შეუდარებლად მოირგოს.
სტატია უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის ოქტომბრის ნომერში...