ლონდონის კინოფესტივალზე სტუმრობისას ნიკოლ ქიდმანი იმაზე მეტად გაშიშვლდა, ვიდრე მოელოდა.
49 წლის მომხიბლავი ავსტრალიელი ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Giorgio Armani Prive-ს შავ, კრისტალებით მორთულ კაბაში გამოჩნდა, რომელსაც წინ დიდი ჭრილი ჰქონდა და ნიკოლის უსასრულოდ გრძელ ფეხებს აშიშვლებდა. ქიდმანმა უნაკლო სხეულით, მერილინ მონროს ცნობილი კაბის აფრიალების სცენაც კი დაჩრდილა.
ქიდმანს თან მსახიობი დევ პატელი ახლდა. ალბათ გახსოვთ პატარა მაწანწალა ბიჭი ოსკაროსანი ფილმიდან „მილიონერი გარეუნბიდან“. პატელი ახალ ავსტრალიურ-ამერიკულ დრამაში „ლომი“ ქიდმანის ნაშვილებ ვაჟს თამაშობს, რომლის პრემიერაც სწორედ ლონდონის ფესტივალზე შედგა. ფილმში მოთხრობილია ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელიც ბრუნდება ინდოეთში და Google Earth-ის დახმარებით ცდილობს საკუთარი დიდი ხნის დაკარგული ოჯახი იპოვოს.
„ეს არის ფილმი დედობაზე და დედობრივ გრძნობებზე, ის სავსეა სიყვარულით“ - ასე დაახასიათა ახალი ნამუშევარი ნიკოლ ქიდმანმა.
ფილმს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ისღა დაგვრჩენია, პრემიერას დაველოდოთ, მანამდე კი, „ლომის“ ოფიციალურ თრეილერს გთავაზობთ.