„ლოს-ანჯელესის ლგბტ ცენტრის მონახულება ჩემი სქესისა და სექსუალობის უკეთესად გააზრებაში დამეხმარა“ - განაცხადა მაილი საირუსმა ჟურნალ Variety-სთან საუბარში, რომლის ახალი ნომრის თემა „ქალთა ძალაუფლებაა“.
საირუსი, რომელიც ტელევიზიაში პროექტ The Voice-ის ჟიურის წევრად დაბრუნდა, ამბობს, რომ მთელი ცხოვრება საკუთარ სქესსა და სექსუალობას ვერ აცნობიერებდა.
„სიტყვა „ბისექსუალი“ ყოველთვის მძულდა, რადგან გარკვეულ ჩარჩოში მსვამდა, მე არც მიფიქრია გოგო ვიყავი თუ ბიჭი, ჩემი პირველი ურთიერთობა გოგონასთან მქონდა მეხუთე თუ მეექვსე კლასში“ - ხსნის მომღერალი.
მაილიმ საკუთარი პანსექსუალობის შესახებ ცოტა ხნის წინ ხმამაღლა განაცხადა, თუმცა ადრე ამ საკითხში ასეთი დარწმუნებული არ იყო.
მუსიკოსმა, რომელიც ახლა მომაჯადოებელ მსახიობს, ლაიამ ჰემსვორტს ხვდება, აღნიშნა რომ არ გამორიცხავს ასევე პანსექსუალებთან შეხვედრას.