2016 წელს სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრებმა სამუშაო საათების სავალდებულო რაოდენობას ბევრად გადააჭარბეს. უილიამი კვლავ საჰაერო სასწრაფოს პილოტია, ქეითი ორ შვილს ზრდის, ჰარიმ კი აივ-ინფექციასთან დაკავშირებულ პროექტზე სამუშაოდ მთელი თვით აფრიკაში გადასახლდა. გარდა ამისა, სამივე უამრავი სხვადასხვა აქტივობითაა დაკავებული.