დღეს ჰოლივუდში ქორწინების შენარჩუნება ყველაზე აქტუალური თემაა. მერილ სტრიპმა და მისმა მეუღლემ, მოქანდაკე დონ გამერმა აშკარად სხვებზე უკეთ იციან ოჯახის ფასი. ისინი ერთად 1978 წლიდან არიან და ერთობლივი თანაცხოვრების 38 წელი აკავშირებთ.
მერილმა 2012 წელს „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა და სამადლობელი სიტყვა ასე დაიწყო: „პირველ რიგში, მინდა მადლობა დონს გადავუხადო, რადგან როდესაც ქმარს მადლობას სიტყვის დასასრულს უხდი, ხმას მუსიკა ფარავს, მე კი მინდა, რომ მან იცოდეს - ყველაფერი ღირებული, რაც მაქვს, შენი დამსახურებაა“.
წყვილი პირველად მერილის საქმროს, ჯონ კაზალეს გარდაცვალების შემდეგ შეხვდა. ისინი 6 თვეში დაქორწინდნენ და ახლა 4 შვილი - 1 ვაჟი და 3 ქალიშვილი ჰყავთ. ოსკაროსანმა მსახიობმა ივლისში 67 წლის იუბილე იზეიმა.