იტალიელი მეწარმე ჯანლუკა ვაკი, ბოლო რამდენიმე თვეა სოციალური ქსელების „მეფედ“ აღიარეს. მილიონერი, რომლის ფოტოებიც და ვიდეოებიც სოციალური ქსელების ყველაზე პოპულარულ თემადაა ქცეული, საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს.
მის ვიდეოებს, რომლებიც კერძო საკუთრებიდან, ბოლონიასა და მილანში, კორტინასა და მაიამის ზურმუხტოვანი სანაპიროებიდან არის გადაღებული მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ჯანლუკა ვაკი იტალიელი ბიზნესმენია, რომელიც იტალიის საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება. ის არის IMA - Industria S.p.A-ს აქციონერი, ავტომატური დანადგარების ინდუსტრიის მფლობელი, ასევე Tesmec-ისა და FIN Vacchi Finanziaria-ს დამფუძნებელი.
ვიკი 1967 წლის, 5 აგვისტოს, ბოლონიაში დაიბადა, დაამთავრა Alma Mater Studiorum-ის ეკონომიკის უნივერსიტეტი. ბიზნსმენმა 2006 წლეს შეიძინა საათების ბრენდი Toy Watch, რომლის მომხმარებელიც ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამაც არის.
სამი წლის წინ ჯანლუკა ვაკიმ პირველად დაიწყო აქტიურობა სოციალურ ქსელ instagram-ზე, სადაც რამდენიმე ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. იტლიელმა მაჩომ პოპულარობა მალევე მოიხვეჭა და დღეს, ის, არა მხოლოდ ცნობილი ბიზნესმენი, არამედ ახალგაზრდების საყვარელი სოციალური გმირი და „მეფე“ გახდა.
ჯანლუკა ვაკი ბევრისთვის მოტივაციისა და შთაგონების წყაროდაც იქცა. მის ვიდეოებზე ხშირად ნახავთ კომენტარებს, თუ როგორ შეცვალეს მისმა ფანებმა ცხოვრების სტილი და სამუდამოდ დაივიწყეს მოწყენილობა და დეპრესია.
გულშემატკივრების დიდი აქტიურობა არც ჯანლუკასთვის აღმოჩნდა ყურადრების მიღმა. იტალიელმა ბიზნესმენმა პოპულარობა ერთგვარ პიარკამპანიად აქცია - ლოზუნით ENJOY (ისიამოვნე) და ფანებს იგივე სახელწოდების საკუთარი წიგნი წარუდგინა, რომელიც უმოკლეს დროში ბესტსელერად იქცა. წიგნში წაიკითხავთ ბიზნესმენის ბედნიერებისა და სიმდიდრის საიდუმლოებს და მიიღებთ რჩევებს როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
ფოტო: @gianlucavacchi/Instagram