როგორც OK!-სთან საუბრისას ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, ახალი სატელევიზიო ეთერიდან „ნანუკას შოუ“ ეთერში შეცვლილი ფორმატით გავა. პირველ გადაცემას კი, მაყურებელი ოთხშაბათს, 7 სექტემბერს იხილავს.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ნანუკას შოუმ "დააფუძნა პარტია", სახელწოდებით - "ნანუკას შოუ, გაბადრული საქართველო" დეტალებს უყურეთ ოთხშაბათს, 7 სექტემბერს.“
როგორც ჩანს ტელეწამყვანმა ახალ სატელევიზო გადაცემას ბევრი საინტერესო დეტალი შესძინა, რაც მოლოდინს, რომ წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გველის უფრო მეტად ამძაფრებს.
„ახალი სეზონი იქნება პერსონებზე. ძალიან საინტერესოებზე. თუ არ ჩავთვლით, რომ მხოლოდ პოზიტიური კონტექსტი არ იცვლება, ახალი ენერგია ახალ სეზონს ძალიან დაეტყობა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებ“, - ნანუკა.