ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დემი ლოვატო (დემეტრია დევონ ლოვატო), საზოგადოებამ პირველად „დისნეის“ კინოეკრანებიდან გაიცნო.
2002 წელს, დემი „დინეის“ სახე გახდა. 2006 წელს მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „ციხიდან გაქცევა“. სწორედ ამ ფილმში შეამჩნია დემი „დისნეის“ ქორეოგრაფმა კენი ორტეგამ და მიიწვია ფილმში „როკი საზაფხულო ბანაკში“ მიჩი ტორესის როლზე (2008). 2009 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში „სანის აქვს შანსი“. 2010 წელს კი მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „გრეის ანატომია“.
მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა „დისნეისთან“ განშორება და სოლო კარიერის აწყობა გადაწვიტა, საზოგადოება მას დღემდე მაინც „დინეის“ სახედ აღიქვამს, რაც როგორც აღმოჩნდა, მომღერლისთვის ერთგვარი სტრესი და დეპრესიის მიზეზი გახდა.
როგორც მომღერალმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, მან 2010 წელს რეაბილიტაციის კურსიც კი გაიარა, იმისთვის, რომ დაემსხვრია საზოგადოების წარმოდგენა მასზე, როგორც დისნეის ვარსკვლავზე.
„ჩემთვის „დისნეიდან“ სოლო კარიერაზე გადასვლა ადვილი იყო, რადგან რეალურად არაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ დამემსხვრია დისნეის სტერეოტიპები, რადგან ამაში რეაბილიტაციის კურსი დამეხმარა“, – განაცხადა Calgary Herald-თან ინტერვიუში ლოვატომ.
2010 წელს „დისნეის“ ყოფილ ვარსკვლავს ექიმებმა ბიპოლარული აშლილობის (მანიაკალური დეპრესია, ხშირი და პოტენციურად მძიმე ფსიქიატრიული დაავადებაა) დიაგნოზი დაუდგინეს, რის გამოც მას მოუწია როგორც ფიზიკური ისე სულიერი მკურნალობა.