სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი გმირი ჰყავთ. ბოლო რამდენიმე დღეა უცხოური ტაბლოიდები და სოციალური ქსელები, 12 წლის მოდელის, უილიამ ფრანკლინ-მილერის ფოტოებითაა აჭრელებული.
უილიამსს Instagram-ზე უკვე 181.000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი თითოეული ფოტო სუპერპოპულარობით სარგებლობს.
უილიამსი დადის სკოლაში, თამაშობს რაგბს და არც მეგობრებთან ერთად დროის გატარბაზე ამბობს უარს.
მისი პოპულარობა Twitter-დან დაიწყო, მას შემდეგ რაც იაპონური სკოლის ერთ–ერთმა სტუდენტმა გოგონამ მისი ფოტო Twitter-ზე არ განათავსა. უილიამსის ფოტო რამდენიმე წუთში ათიათასობით ადამიანმა გააზიარა და დღეს, ის უკვე აღიარეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბიჭად.
უილიამსი მართლაც ძალიან ჰგავს იაპონური ანიმეს გმირს. სახის ოვალით, თმის ფორმით, ნაკვთებითა და დამახასიათებელი დიდი თვალებით. ის გასულ კვირას უკვე მიიწვიეს აზიის რამდენიმე შოუში და მას დღეს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს. აღსანიშნავია ისიც, რომ უილიამსის სამოდელო კარიერის ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბავშვი მოდელია.