მომღერალმა მარიამ ჩაჩხიანმა საკუთარი მსმენელი კიდევ ერთხელ გააოცა. მომღერალმა ახალი სიმღერა Reborn წამოადგინა, რომლის ავტორიც George Mollerr-ია.
მარიამ ჩაჩხიანი, რამდენიმე თვეა რაც ჯგუფთან, Say Hallo-სთან თანამშრომლობს და უკვე მოახერხა გულშემატკივრების მთელი არმის შემოკრება.
ჯგუფი ცნობილი სიმღერების ქავერებს ქმნის, მაგრამ როგორც ცნობილია ძალიან მალე Say Hallo საკუთარი ნამუშევრებითაც გაგვანებისვრებს .
„მუსიკა ეკუთვნის George Moller-ს, მელოდია მე შევქმენი, ხოლო ტექსტი ზაზა ჯოჯუამ დაწერა, რომელიც ჩემი ბენდის Say Hallo-ს ბას-გიტარისტია. რაც შეეხება არანჟირებას, ამ საკითსში ასევე Say Hallo-ს დრამერი დავით ჩანგოშვილი იგივე „ჩანგო“ დამეხმარა“.
ბოლო დროს თქვენი ახალი ნამუშევრები განსაკუთრებით პოპულარულია, თუ გეგმავთ საერთაშიროსო ასპარეზზე ბედის ცდას?
პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი სამომავლო გეგმები საქართველოში კარიერის აწყობას არ უკავშირდება. აუცილებლად ვიტყვი ჩემს სათქმელს საზღვრებს გარეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ ისე, როგორც დაგეგმილი მაქვს.
ამჟამად ჩემი ბენდის Say Hallo-ს საქმეებით ვარ დაკავებული, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებ.