Vetements-ის შემქმნელი ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ბიჭზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში და Demna Gvasalia-ს Like Page-ზე ვრცელდება.
I said Yes - წერია გავრცელებულ ფოტოზე. როგორც ცნობილია დემნას რჩეული ლოკ გომეზი გახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დემნა გვასალიას ჯერ არ გაუკეთებია. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ეს მორიგი ხუმრობაა თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სიმართლეა.
დემნამ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის რანგში თავისი პირველი კოლექცია შარშან, მარტში წარმოადგინა და კრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
დემნა მხოლოდ Balenciaga-ში მუშაობით არ შემოიფარგლება, მას აქვს საკუთარი ძალიან პოპულარული ბრენდი Vetements, რომელმაც სახელი ანდროგენურ სტილში შექმნილი სამოსით გაითქვა.