„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში დაბრუნდა. მისი აქ ჩამოსვლის მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი გოგონა, სალი ხმალაძე აღმოჩნდა.
სულ ცოტა ხნის წინ, სტასმა სოციალურ ქსელში ზღვის სანაპიროზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის და სალი ზღვის ხედით ტკბებიან.
ფოტოებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველ გოგონასა და სტასს შორის ამ ეტაპზე მხოლოდ საქმინი ურთიერთობაა.
სალი ხმალაძე, რუსეთში მოღვაწე ცნობილი პროდიუსერის ნინო წიკლაურის ქალიშვილია. მისი მოსკოვური კარიერა კი, დედის წვეულებაზე, კარაოკეში შესრულებული სიმღერით დაიწყო, რის შემდეგაც ძალიან მალე, სალი ხმალაძე რუსული შოუბიზნესის წინაშე, პირველი კლიპით „დომინოს ეფექტით“ წარსდგა და რუსი მსმენელის ყურადღებაც ძალიან მალე მიიქცია.
როგორც ცნობილია სალი თავის ახალ კლიპს, ამჟამად სწორედ ბათუმში იღებს და მისი ახალი ვიდეორგოლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ სტანისლავ ბონდარენკო იქნება.