საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი, კოლეგებთან ერთად, თბილისის გამწვანებაზე იწყებს ზრუნვას.
საკუთარი აივნის აყვავების შემდეგ მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი თანაქალაქელი ჩააბას ამ აქციაში.
“ქალაქს აკლია გამწვანება, გვაკლია ჟანგბადი, რაც ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ ყველაფერს ემატება გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი, რაზეც აქამდე არაერთხელ გვისაუბრია“ - აღნიშნა ანიტა რაჭველიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ვოკალისტები ამ იდეისის მუსიკალურ მხარდაჭერასაც გეგმავენ და 14 აგვისტოს ალექსანდროვის ბაღში არამხოლოდ მუსიკის, არამედ ჯანმრთელი ცხოვრების მოყვარეულებისთვის კონცერტის გამართვასაც გეგმავენ.