კიმ კარდაშიანის დედა კრის ჯენერი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 60 წლის კრისმა მცირე დაზიანებები მიიღო, რაც სიცოცხლისთვის საშიში არ არის. სამწუხაროდ არ გაუმართლა მის საყვარელ ავტომობილს, Rolls Royce-ს რომლის ღირებულებაც $250 000-ს შეადგენს. ავტომობილის წინა მხარე მთლიანად დამსხვრეულია და მისი „მანქანების სასაფლაოზე“ გადაყვანა გახდა საჭირო.
მოსიყვარულე კარდაშიანებმა, დედას მანქანის გამო გული არ დასწყვიტეს და იმავე დღეს ახალი Rolls Royce აჩუქეს, რამაც კიმს შოკური მდგომარეობა შეუმსუბუქა, ამ ყველაფერს კი, მის საძინებელში ჰელიუმის ბუშტებიც დაემატა LOVEYOUMOM წარწერით.
სანამ კრისი თავისი ახალი ავტომობილით ტკბება, ავტოსაგზაო შემთხვევის მეორე მონაწილე, ვინმე ჯეკ უეი, ფიქრობს თუ როგორ განაგრძოს ცხოვრება, რადგანაც ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავედ სწორედ ის ითვლება. როგორც ირკვევა, ჯეკი უმუშევარია, გარდა ამისა ის უსახლკაროა და უკვე დიდი ხანია ღამეს სწორედ მის ავტომობილში ათევს. მის სიტუაციას ისიც ამძიმებს რომ მას დაზღვევა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ, თუ კრის ჯენერი მისგან კომპენსაციას მოითხოვს, ანაზღაურების პროცესი შესაძლოა წლების მანძილზე გაგრძელდეს.
„რა აზრი აქვს სასამართლო პროცესს? კრისი მოიგებს, რადგანაც მას ფული აქვს მე კი არა. მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე უსახლკარო და უმუშევარი ვარ, მე არ მაქვს შესაძლებლობა დავიცვა საკუთარი თავი ან დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა“ – განაცხადა ჯეკ უეიმ ინტერვიუში.