„ანჯელინა ჯოლის შვილები აღარ ეყოლება!“ - ამ სათაურით ვრცელდებოდა უამრავი სტატია, რომელიც მსახიობის ოპერაციის შესახებ გვამცნობდა. საქმე ისაა, რომ ერთი წლის წინ, ანჯელინამ საკვერცხეები და ფალოპის მილები ამოიჭრა. მიზეზი კი ის გახდა, რომ ექიმებმა სიმსივნის ადრეული ნიშნები აღმოაჩინეს და გაითვალისწინეს მსახიობის გენეტიკური კოდიც. რომელიც ძუძუს სიმსივნის განვითარების 87%-იან რისკზე მიანიშნებდა.
თვითმფრინავი - 40 წლის იუბილეზე, ანჯელინამ საჩუქრად, არც მეტი არც ნაკლები, თვითმფრინავი მიიღო! ალბათ არ გეცოდინებათ, რომ მსახიობი საკმაოდ გამოცდილი პილოტია.
საქორწინო საჩუქარი - ანჯელინამ ამ საჩუქარში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა! საუბარია „პატეკ ფილიპის“ საათზე, რომელიც 1952 წელსაა გამოშვებული.