ერთი კვირის წინ, ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტოებმა Nydailynews-მა და Us Weekly-მ გაავრცელეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ოსკაროსანი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ვაშინგტონში, Georgetown-ის უნივერსიტეტის ლექტორად მიიწვიეს, სადაც მას ქალთა უფლებების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ლექციები უნდა წაეკითხა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც Washingtonpost-ი აქვეყნებს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იგივეს წერს გამოცემა people-იც.
„ბოდიში Georgetown-ის უნივერსიტეტის სტუდენტებო - ამ შემოდგომაზე თქვენ ანჯელინა ჯოლის ლექციები არ ჩაგიტარდებათ!“ - წერს გამოცემა.
გავრცლებული ინფორმაცია, რომ 41 წლის ოსკაროსანი ვარსკვლავი Georgetown-ის უნივერსიტეტის ლექტორი გახდა სიცრუე აღმოჩნდა.
„ანჯელინა ჯოლი ამ ეტაპზე "ლონდონის ეკონომიკის უნივერსიტეტთან" თანამშრომლობს, სადაც პროფესორ უილიამ ჰეიგთან ერთად დაგეგმილი აქვს შემოდგომის სემესტრში ლექციების წაკითხვა, უკვე მომზადებულია შესაბამისი სასწავლო პროგრამაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარკვლავი ამ ეტაპზე სხვა უნივერსიტეტში ლექციებს ვერ წაიკითხავს“ - განაცხადა people-თან საუბრისას "ლონდონის ეკონომიკის სკოლის" წარმომადგენელმა რეიჩელ ფაგმა.
ფაგმა ასევე განაცხადა, რომ ის მოხარული იქნება თუ ჯოლი ლექციებს ამერიკელ სტუდენტებსაც წაუკითხავს, ამისთვის კი, საჭიროა Georgetown-ის უნივერსიტეტმა, ანჯელინა და უილიამ ჰეიგს შესაბამისი თხოვნით მიმართოს.