ჟურნალ OK!-ს აგვისტოს თვის ნომერში, იხილავთ ვრცელ ინტერვიუს კახი კალაძესთან და ანუკი არეშიძესთან. კალაძეების დიდმა ოჯახმა, OK!-ს საკუთარ სახლში უმასპინძლა და ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:
ანუკი, დიდხანს ცხოვრობდით და სწავლობდით იტალიაში, მილანში, თქვენს ოჯახთან ერთად. საქართველოში რამდენიმე წელია რაც დაბრუნდით. რამდენად რთული ცხოვრებისეული ცვლილება იყო თავისუფალი ევროპიდან ახალფეხადგმულ დემოკრატიაში – საქართველოში დაბრუნება?
მილანში ძალიან თავისუფლად ვცხოვრობდით. ქუჩაში ჩვეულებრივ ვსეირნობდით. ელემენტარულად ბავშვებთან ერთად პარკში სიარული და ნაყინის ჭამაც ბუნებრივი მდგომარეობა იყო. მინდა ვთქვა, რომ უფრო ლაღად ვიყავით. ჩემი მშობლები ძალიან ელოდებოდნენ ჩემ ჩამოსვლას. ამავე დროს საქართველოში კახის დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ქვეყანაც აბსოლუტურად განსხვავებულია – პატარაა და ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებას დიდ ყურადღებას უთმობენ. მორალური შეფასებებიც მეტია. ჩემს ქვეყანაში პასუხისმგებლობას უფრო მეტს ვგრძნობ ვიდრე სხვა ქვეყანაში. ცოტა ხნის წინ ბავშვები ვაკის პარკში წავიყვანეთ. როგორც სჩვევიათ ბავშვებს – ირბინეს, ერთმანეთს ნაყინები შეაზილეს და ვერც ვერაფერს ვეუბნებოდი – ხალხი გვაკვირდებოდა. გვიცნეს...