ცნობილი ფაქტია, რომ ბრიტნი სპირსი უსარგებლო საკვებზე ზედმეტად დამოკიდებულია, მაგრამ მისმა ბოლო სადილმა ფანები და სოციალური ქსელის მომხმარებლები ძალიან გაახალისა.
ბრიტნის საზაფხულო არდადეგები, ამჟამად ჰავაიზე გრძელდება, სადაც ვარსკვლავს პაპარაცები მოსვენებას არ აძლევენ.
სასიამოვნო დასვენების ფინალი მისი და „ჰოთ დოგის“ ურთიერთობა აღმოჩნდა. ბრიტნი გიგანურ „ჰოთ დოგს“ მიიღთმევდა რა დროსაც, პაპარაცებმა მას საკმაოდ სახალისო ფოტოები გადაუღეს და ინტერნეტში განათავსეს. მომღერლის ფოტოებს ათასობით სახალისო კომენტარი მოჰყვა, რამაც ინტერნეტ მომხმარებლები ძალიან გაახალისა.