მომღერალი ქეთა თოფურია ზაფხულის ცხელ დღეებს იტალიაში ატარებს. მომღერალმა დასვენებისთვის ტოსკანა შეარჩია, სადაც შვილთან, ოლივიასთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა.
ქეთამ Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რითაც კვლავ დიდი მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ წელს ეს ქეთას მეორე მოგზაურობაა იტალიაში. პირველი ვიზიტისას მომღერლმა ოლივიას ერთი წლის იუბილე გადაუხადა.