რამდენი დღის წინ, ინტერნეტში ჰოლივუდის ვარსკვლავის ორლანდო ბლუმის სრულიად შიშველი ფოტოები გავრცელდა, რომელიც მას პაპარაცებმა ქეითი პერისთან ერთად პლაჟზე დასვენებისას გადაუღეს. ორლანდოს ეს ფოტოები კვირის განხილვის თემად იქცა.
როგორც ჩანს, სრულიად შიშველი ფოტოების გავრცელება 2016 წლის ტენდენციად იქცა. ორლანდოს შემდეგ, სკანდალში მომღერალი ჯასტინ ბიბერიც გაეხვა. პაპარაცებმა, ახალგაზრდა მომღერალს, მდინარის აუზში ნებივრობის დროს, ფოტოები გადაუღეს და ინტერნეტში განათავსეს. ჯასტინ ბიბერს პარტნიორობას, მისი მეგობარი გოგონა, 20 წლის მოდელი საჰარა ჰანი უწევს. ფოტოები ჰავაიზეა გადაღებული.