ულამაზესი ქართველი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილის საზაფხულო არდადეგები ნამდვილად შესაშურია. მოდელის საზაფხულო არდადეგები პარიზითა და იტალიით დაიწყო და სოციალურ ქსელში, ულამაზესი ხედების ფონზე, საკუთარი სხეულის დემონსტრირებაც მოახდინა.
ჯანეტის ფოტოებიდან ირკვევა, რომ ის ამჟამად მონტე-კარლოში, მდიდრულ სასტუმრო Hermitage-ში ისვენებს. მოდელი აქტიურად სტუმრობს DOLCE & GABBANA-სა და VALENTINO-ს მდიდრულ მაღაზიებს და შოპინგით ტკბება.