25 ივლისს, ბათუმში დაკარგული 19 წლის ახალგაზრდა, დათა მღებრიშვილი, გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ცნობილი ხდება, დათა მღებრიშვილი, მომღერალ ლიზა ყენიას შეყვარებული იყო. სამძებრო სამუშაოების პერიოდში მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა და რამდენიმე „პოსტი“ გამოაქვეყნა.
"შს სამინისტროს ინფორმაციით, ამოცნობილია ზღვაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის დათო მღებრიშვილია, რომელსაც სამი დღეა ეძებდნენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული."
სოციალურ ქსელში მომღერალ ლიზა ყენიას „სტატუსებს“ დიდი გამოხმაურება მოყვა:
„დათას ბოლო კადრი! ამ ადამიანებს გამოართვა სიგარეტი და ზღვისკენ წავიდა, ვინ არიან ეს ადამიანები? იქნებ გამომეხმაუროთ თუ იცნობთ დათას! ბათუმის ბილვარია“;
„ჩემო სიცოცხლე! რატომ ხდება ასე? რატომ შვები ამას? დარწმუნებულიო ვარ, კითხულობ და მთელი გულით გთხოვ, დამირეკე! ჩვენი გეგმები ხომ არ დაგავიწყდა?!“;
„ღმერთო მიშველე, რა გავაკეთო? როგორ ვიცხოვრო ხალხნო, ცოცხლად რომ ვკვდები? ჩემო პატარავ!! დამთავრდა მორჩა!“ - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, დაიბარებენ თუ არა მომღერალ ლიზა ყენიას დაკითხვაზე.