ქართული მუსიკალური ჩარტებს დასაპყრობად მალიბუ ტუღუშის ახალი სიმღერა და კლიპი უკვე მზად არის. მომღერალმა პირველი კლიპის პრეზენტაცია, „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოში“ გამართა
ახალ კლიპსა და სიმღერასთან დაკავშირებით OK! პირადად მალიბუს ესაუბრა:
„ჩემი პირველი კლიპით, საოცრად კმაყოფილი ვარ. მინდოდა, რომ უხეშად არ გადმომეცა და დამეფიქსირებინა ჩემი აზრი, საბედნიეროდ, ყველაფერი ისე შესრულდა, როგორც მინდოდა. კლიპზე სამეგორბომ ვიმუშავეთ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გადამღებ ჯგუფს CHCHX Productions-ს, გიორგი და დათო ჩეკურიშვილებს. კლიპის რეჟისორი შოთა კენჭიაშვილია, რომელიც ასევე მონაწილეობს კლიპში, კლიპის იდეა ჩემი იყო, მაგრამ შოთა მის დახვეწასა და განვითარებში ძალიან დამეხმარა.
გადაღებების პროცესში ძალიან ვნერვიულობდი, პატარა დეტალებიც კი მოქმედებდა ჩემზე. მეგონა, რომ არაფერი გამოვიდოდა, ყველა მამშვიდებდა. საბოლოოდ, ბევრი ნერვიულობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივიღე ის, რაც ძალიან მომწონს და რაც ზუსტად მინდოდა ყოფილიყო.
ეს სიმღერა 14 წლის ასაკში დავწერე, არც კი მიფიქრია ამ სიმღერის რეალიზება, მითუმეტეს, კლიპის გადაღება. თუმცა, როდესაც X Factor დამთავრდა ვიფიქრე, რომ არ მიღირდა სახლში ჯდომა და ბევრი ფიქრი. მეორე დღესვე შევუდექი საქმეს და დავიწყე მუშაობა ახალ სიმღერასა და კლიპზე“, - განაცხადა მალიბუ ტუღუშმა OK!-სთან საუბრისას.