პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მეორე ადგილის მფლობელი ანდრია გველესიანი, რომელმაც „KIA მოტორსისგან“ სპეციალურ პრიზი, 2016 წლის ავტომობილი KIA CERATO მიიღო, მოგებულ მანქანას $17.000 დოლარად ყიდის.
შეგახსენებთ, რომ ანდრია გველესიანი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ, მუსიკალურ კონკურსზე „სლავიანსკი ბაზარზე“ გაემგზავრა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მოგებული ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
„აბა, მეგობრებო მოვიდა დრო, ჩემს ახალ „კიასთან“ დამშვიდობების! დიდი მადლობა "კიას" ცენტრს ამ საჩუქრისთვის. უბრალოდ, გეგმაში მაქვს სხვა მანქანის ყიდვა და გამიხარდება თუ დამეხმარებით და გააზიარებთ“, - წერს ანდრია სოციალურ ქსელში.