პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ, მომღერალი ანდრია გველესიანი, მუსიკალურ კონკურსზე, Славянский Базар-ზე გაემგზავრა და სამშობლოში უამრავი პრიზითა და მესამე ადგილით დაბრუნდა.
ანდრია გველესიანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და კონკურსის პერიოდი გაიხსენა: „მოკლედ დაგიბრუნდით მეგობრებო , მადლობა ღმერთს ამ გამარჯვებისთვის! გავხდი ფესტივალის ერთ-ერთი ლაურიატი , მე-3 ადგილი და ტელეკომპანია MIR - ის რჩეული, რომელმაც პრემია გადმომცა.
ნამდვილად რთული იყო ამ სამართლიან თუ უსამართლო ბრძოლაში ასეთი შედეგის წამოღებაც კი... ძალიან ბევრი ძლიერი კონკურსანტი დაიჩაგრა სამწუხაროდ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ჯემალ სეფიაშვილს, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა და ებრძოდა უსამართლობას ჩემს გამო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ამ ფესტივალის ფარგლებში, ჩემს მთავარ პროდიუსერს, მანანა სეფიაშვილს, რომელიც თან გადამყვა და იყო ჩემი უდიდესი მოტივატორი. მადლობა მამაჩემს, რომელიც ჩემზე მეტად ნერვიულობდა და იყო მემატიანე ყველა ჩემი გამოსვლის და ყველა იმ სასწაულის, რომელიც მე იქ ყოფნისას ღმერთმა მაჩუქა 7-7.
დიდი მადლობა თქვენ ჩემო საყვარელო ადამიანებო ამხელა მხარდაჭერისთვის და ერთგულებისვის!
ძალიან მიყვარხართ და კიდევ უფრო მეტს გპირდებით . Lucky 7 always with me“, - წერს ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში.