ფოტოგრაფ საშა პრიშვინის ახალმა იმიჯმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოტოგრაფმა თმები თეთრად შეიღება და საზოგადოების წინაშე სრულიად ახალი იმიჯით გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფი საშა პრიშვინი რუსული წარმოშობის ქართველია, მისი ბაბუა რუსეთში საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო და საბავშვო მოთხრობებს წერდა. საშა ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება და იქ მოღვაწეობს. შტატებში ყოფნის პერიოდში მის ობიექტივში მოხვდნენ ნუკი კოშკელიშვილი და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც.
როგორც ჩანს, საშას ამერიკული კარიერა დღითიდღე იზრდება, თუ მის მიერ ფოტოზე გაკეთებულ წარწერას დავუჯერებთ, მისი ახალი იმიჯი სწორედ ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალთან ინტერვიუსთვის შეიქმნა.